2 წლის და 7 თვის წინ
კლოპის შემცვლელი სერია ა-დან?! - იტალიური მედიის სენსაციური ინფორმაცია
კლოპის შემცვლელი სერია ა-დან?! - იტალიური მედიის სენსაციური ინფორმაცია
ავტორი
Aa

2022/2023 წლების სეზონი "ლივერპულისთვის" კატასტროფულად მიმდინარეობს. მერსესაიდელები ინგლისის პრემიერ ლიგაში ცხრილის მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან, გამოვარდნენ კარაბაოსა და ასოციაციის თასებიდან და ერთადერთი ტურნირი, რომელზედაც ტრიუმფის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ისინი მერვედფინალში მოქმედ ჩემპიონს, მადრიდის "რეალს" ხვდებიან.

ბუნებრივია, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ "წითლების" თავკაცის, იურგენ კლოპის სკამი გვარიანადაა მორყეული.

გერმანელ სპეციალისტს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ თუ გუნდმა თამაშის ხარისხი ვერ გამოასწორა, არაა გამორიცხული, მას კარისკენ მიუთითონ. განიხილება კლოპის მიერ წასვლის გადაწყვეტილებას თავად მიღებაც.

აღნიშნულ ჭორებს იტალიური Calcio Mercato Web გამოეხმაურა და გვაუწყა, რომ კლოპის მერსესაიდიდან აბარგების შემთხვევაში, "სქაუზერები" შეიძლება ლუჩიანო სპალეტიმ ჩაიბაროს. "ნაპოლის" მოქმედი მესაჭის კანდიდატურაზე "ლივერპულის" ხელმძღვანელობაში ბევრი ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ სპალეტის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი აქვს. მისი "ნაპოლი" სერია ა-ს 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ რეალურ პრეტენდენტადაც განიხილება.

სხვათა შორის, "ნაპოლი" და "ლივერპული" ამ სეზონში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "პარტენოპეიმ" "წითლებს" გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშით 4:1 მოუგო, "ენფილდზე" გამართულ მატჩში კი მასპინძლებმა იძალეს - 2:0. 


Facebook კომენტარები