6 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - რატომ ამჯობინა მაუნტმა "ლივერპულში" გადასვლას "იუნაიტედში" თამაში
ცნობილია - რატომ ამჯობინა მაუნტმა "ლივერპულში" გადასვლას "იუნაიტედში" თამაში
ავტორი
Aa

მეისონ მაუნტმა "ჩელსიდან" წასვლა გადაწყვიტა და როგორც მოსალოდნელი იყო, მისი დამატება უამრავმა კლუბმა მოინდომა.

"მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "არსენალი" ინგლისელის წარმომადგენლებს მალევე დაუკავშირდნენ, პარალელურად კი "ჩელსისთან" დაიწყეს მოლაპარაკებები.

როგორც ცნობილია, მაუნტმა "იუნაიტედში" გადასვლა გადაწყვიტა და კლუბთან კონტრაქტიც შეათანხმა, რაც შემდეგმა მიზეზებმა განაპირობა.

პირველ რიგში, მაუნტმა პატივი სცა "ჩელსის" და ამიტომ, არ მოისურვა სხვა ლონდონურ კლუბში თამაში, ამიტომაც "არსენალი" რბოლას გამოეთიშა.

ამასთან, ნახევარმცველისთვის პრიორიტეტულია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, "ლივერპული" კი ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე ვერ მოხვდა.

"იუნაიტედი" რბოლაში მარტო დარჩა და ახლა მთავარია, კლუბმა "არისტოკრატებთან" სატრანსფერო ფასი შეათანხმოს.


Facebook კომენტარები