6 თვის და 3 კვირის წინ
"ლივერპულმა" ვატარუ ენდოს ტრანსფერი დახურა
"ლივერპულმა" ვატარუ ენდოს ტრანსფერი დახურა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" ჯორდან ჰენდერსონი და ფაბინიო არაბეთში გაუშვა, რამაც გუნდს ცენტრალური ნახევარმცველის დამატების საჭიროება კიდევ უფრო გაუმძაფრა. "წითლების" პრიორიტეტული სამიზნეები მოიზეს კაისედო (ბრაიტონი) და რომეო ლავია (საუთჰემპტონი) იყვნენ, თუმცა ორივე მათგანი "ჩელსიმ" წაიყვანა.

"არისტოკრატებთან" სატრანსფერო დუელში ორგზის დამარცხებულმა მერსესაიდელებმა გამოსავალს გერმანიის ბუნდესლიგაში მიაგნეს.

BBC-ის ინფორმაციით, "შტუტგარტის" 30 წლის ნახევარმცველის, ვატარუ ენდოს "ენფილდზე" გადაბარგება გადაწყვეტილია. "ლივერპული" იაპონელ შუახაზელში 16 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

ტრანსფერი დაადასტურა შვაბების მთავარმა მწვრთნელმა, სებასტიან ჰიონესმა.

"ვატარუ კლუბმა საკონტრაქტო მოლაპარაკებების გამო გაათავისუფლა. იგი ინგლისში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდა და დღევანდელ ვარჯიშზე არ იყო. 30 წლის ასაკში მას "ლივერპულში", პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალება ეძლევა. ეს ახდენილი ოცნებაა," - თქვა ჰიონესმა.

აქვე გეტყვით, რომ ენდოს "შტუტგარტთან" ხელშეკრულება 2024 წლის ივლისში ეწურებოდა.


Facebook კომენტარები