6 თვის და 3 კვირის წინ
ტიაგოთი ლა ლიგის 3 კლუბი ინტერესდება
ტიაგოთი ლა ლიგის 3 კლუბი ინტერესდება
ავტორი
Aa

ტიაგო ალკანტარას "ლივერპულიდან" წასვლის შანსი საკმაოდ დიდია. "ბარსელონას" ყოფილ ნახევარმცველს "ენფილდის" დატოვებას უფრო და უფრო აქტიურად უწინასწარმეტყველებენ, მსურველების ნაკლებობას კი ის ნამდვილად არ უჩივის.

ესპანელი შუახაზელი "ბლაუგრანას" დაუკავშირეს, თუმცა კატალონიური გრანდის ფინანსური მდგომარეობა ამ ტრანსფერის განხორციელების საშუალებას არ იძლევა. გაიჟღერა სტამბოლის "გალათასარაისა" და საუდის არაბული კლუბების სახელებმაც.

ტიაგოს შესახებ დღეს SPORT-მა დაწერა. ცნობილი გამოცემის ინფორმაციით, ალკანტარას ესპანეთში დაბრუნება უნდა, მისით კი ლა ლიგის 3 კლუბია დაინტერესებული: 

"სელტა ვიგო"

"რეალ სოსიედადი"

"სევილია"

"სოსიედადსა" და "სევილიას" უპირატესობად ის აქვთ, რომ მომდევნო სეზონში ორივე მათგანი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. სათქმელია ისიც, რომ "დალაქებმა" ჯერ რამდენიმე მოთამაშე უნდა გაყიდონ, რათა გაძლიერების სახსრები გამონახონ. აქედან გამომდინარე, ბასკურ კლუბს მოქმედება უფრო სწრაფად შეეძლება.

გასულ სეზონში ტიაგომ 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები