3 თვის და 2 კვირის წინ
სალაჰიც არაბეთში? - "ალ იტიჰადი" ტრანსფერზე მუშაობს
სალაჰიც არაბეთში? - "ალ იტიჰადი" ტრანსფერზე მუშაობს
ავტორი
Aa

The Athletic-ის ავტორიტეტული ჟურნალისტი, დავიდ ორნშტეინი იუწყება, რომ საუდის არაბულმა "ალ იტიჰადმა" "ლივერპულის" ეგვიპტელი ვარსკვლავის, მუჰამედ სალაჰის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

ბრიტანელის თქმით, ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, მართლაც მიაშურებს თუ არა 31 წლის შემტევი საუდის არაბეთს.

ორნშტეინის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, SportsZone-მა დაწერა, რომ სალაჰმა "ალ იტიჰადთან" 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მოქმედების განმავლობაშიც 189 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს. გამოცემამ, რომელიც დიდი სანდოობით ნამდვილად არ გამოირჩევა, დასძინა, რომ სალაჰი "წითლებზე" ზეწოლას არ მოახდენს და თუ კლუბი მის შენარჩუნებას გადაწყვეტს, ვითარებას აღარ გაამწვავებს.

SportItalia-ს ინფორმაციით, "ალ იტიჰადი" ახლა "ლივერპულისთვის" სარფიანი შეთავაზებით მიმართვას აპირებს, Alyaum კი იუწყება, რომ ყველა მოთხოვნა, რომელსაც მერსესაიდული გრანდი და მუჰამედი წამოაყენებენ, დაკმაყოფილებული იქნება.

მაგალითისთვის, სალაჰი შეიძლება "ალ იტიჰადის" ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ და ეს იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში ქარიმ ბენზემა ირიცხება. 

მართალია, სულ ცოტა ხნის წინ, მოს აგენტმა "ლივერპულიდან" მისი კლიენტის წასვლა გამორიცხა, თუმცა ამაზე უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ. 

აქვე გეტყვით, რომ სალაჰს მერსესაიდელებთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მუჰამედის გაყიდვის შემთხვევაში "სქაუზერები" ფედერიკო კიეზას შეძენას ეცდებიან.


Facebook კომენტარები