2 წლის და 7 თვის წინ
გვარდიოლა: "ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჯერარდის ფეხის დაცდენაზე?"
გვარდიოლა: "ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჯერარდის ფეხის დაცდენაზე?"
ავტორი
Aa

"მანჩესტერ სიტი" შეიძლება სერიოზული სანქციების წინაშე აღმოჩნდეს და არაა გამორიცხული, პრემიერ ლიგის ტიტულებიც ჩამოერთვას.

ამ ყველაფერზე კომენტარი ეტიჰადელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"მე ვიცი, რომ ეს ტიტულები მოვიგეთ და ვიცი, რა შრომა ჩავდეთ ამ ყველაფერში. მოგონებები, რომლებსაც წლები ვაგროვებდით, წამის მეასედებში ვერ გაქრება, მაგრამ ამას პრემიერ ლიგა გადაწყვეტს. რაღაცები, რაც 2010, 2012 წლებში მოხდა, ასე ვერ შეიცვლება.

სერხიო აგუეროს გოლი 2012 წელს... არ ვიცი, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ სტივენ ჯერარდს ფეხი დაუცდა? ეს ჩვენი ბრალია? მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს მომენტი ჩვენ გვეკუთვნის", - განაცხადა მან.


Facebook კომენტარები