2 წლის და 7 თვის წინ
"ლივერპულის" ფეხბურთელი: "მანჩესტერში გადასვლასთან ახლოს ვიყავი"
"ლივერპულის" ფეხბურთელი: "მანჩესტერში გადასვლასთან ახლოს ვიყავი"
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კოდი გაკპოს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მან სეზონი "პსვ"-ში დაიწყო, შემდეგ კი "ლივერპულში" აღმოჩნდა.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ამ პერიოდში "წითელ ეშმაკებში" თამაშს აქტიურად განიხილავდა და ამაზე რუდ ვან ნისტერლოისთანაც საუბრობდა:

"მთელი ეს დრო ნისტერლოისთან "იუნაიტედზე" ტრანსფერზე ვსაუბრობდი ხოლმე და ამაზე ბევრს ვფიქრობდი. მაშინ ტრანსფერი ახლოს იყო.

ამ ყველაფერმა ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, რადგან ტრანსფერზე სერიოზულად პირველად ალაპარაკდნენ, ამიტომ, კი, ამან ჩემზე იმოქმედა.

რუდის სურდა, რომ დიდ გუნდში მეთამაშა და ეს დიდი გუნდი "ლივერპული" აღმოჩნდა."


Facebook კომენტარები