2 წლის და 7 თვის წინ
"ლივერპულს" ეს რომ მოეხერხებინა, ბელინგემი უკვე აქ იქნებოდა - Sport1
"ლივერპულს" ეს რომ მოეხერხებინა, ბელინგემი უკვე აქ იქნებოდა - Sport1
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპული" სრულ კონცენტრაციას ჯუდ ბელინგემის გაფორმებაზე აკეთებს და ეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია.

ამ ეტაპზე ინგლისელ ფეხბურთელს თავის მომავალზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა სავარაუდოდ ჯუდი არჩევანს "ლივერპულსა" და "რეალს" შორის გააკეთებს.

Sport1 იტყობინება, რომ ბელინგემს მერსისაიდულ გრანდში გადასვლაში 1ფაქტორი აფერხებს და ეს მათი წლევანდელი სეზონია. წყაროს ცნობით, ამ სეზონში "ლივერპული" 1-3 პოზიციებს რომ იკავებდეს პრემიერ ლიგაში, ჯუდისგან წინასწარი თანხმობა უკვე მიღებული ექნებოდა.

მიუხედავად ამისა, "ლივერპული" ბელინგემის ყიდვის საკმაოდ სოლიდურ შანსს ინარჩუნებს.


Facebook კომენტარები