2 წლის და 7 თვის წინ
ჰამანი: "ბელინგემსა და ამ ნახევარმცველს შორის, ყოველთვის მეორეს ავირჩევ"
ჰამანი: "ბელინგემსა და ამ ნახევარმცველს შორის, ყოველთვის მეორეს ავირჩევ"
ავტორი
Aa

ყოფილმა ფეხბურთელმა, დიდი ჰამანმა, "ლივერპულის" ნახევარდაცვის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ მათ, მინიმუმ, სამი ან ოთხი ნახევარმცველი სჭირდებათ. ახლა ნახევარდაცვას რომ შეხედო არამგონია იქ საკმარისად ბევრი ფეხბურთელი იყოს."

"მიმდინარეობს საუბარი ბელინგემზე, არ ვარ დარწმუნებული შეუძლიათ თუ არა მათ მისი ყიდვა. მაშინაც კი, თუ ბელინგჰემს ვერ შეიძენთ, ზაფხულში ალბათ 200-250 მილიონი ფუნტის დახარჯვა დაგჭირდებათ, რადგან გჭირდებათ სამი ან ოთხი ნახევარმცველი."

"კიდევ მცველი უნდა დაიმატოთ და შემდეგ შეხედოთ, რა ბედი ეწევა ტრავმირებულებს. ვფიქრობ ძალიან რთული იქნება, რომ მომავალ სეზონში გუნდი კონკურენტუნარიანი იყოს."

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია დაცვითი ნახევარმცველია. როდრისთან ერთად, ფაბინიო ამ პოზიციაზე საუკეთესო იყო ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში, თუმცა წელს მას კარგად არ უთამაშია."

"მოთამაშე, რომლის ნახვაც მსურს, არის დეკლან რაისი. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია იქ თამაში მომდევნო ხუთი ან ექვსი სეზონის განმავლობაში."

"ახლა რომ მკითხოთ ბელინგემის ვიყიდდი 120 მილიონად, თუ რაისს ორნავ იაფად, ჩემთვის ეს უაზრო იქნებოდა. ბელინგემი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. როცა მას გერმანიაში ვუყურებ, ის ძალიან მოწესრიგებულია და ამას ინგლისის დიდ კლუბში ვერ შეძლებდა. ამიტომ ამ ორიდან ყოველთვის რაისს ავირჩევდი." - თქვა ჰამანმა.


Facebook კომენტარები