2 წლის და 7 თვის წინ
ბელინგემი ყოყმანობს - რა არ მოსწონს ინგლისელს "ლივერპულში"
ბელინგემი ყოყმანობს - რა არ მოსწონს ინგლისელს "ლივერპულში"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულის" მთავარი სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება.

პატრიკ ბერგერი ირწმუნება, რომ ინგლისელი ნახევარმცველი მერსესაიდულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებთ ყოყმანობს. ის ნერვიულობს, ამ სეზონში, "წითლების" ფორმის გამო.

19 წლის ფეხბურთელს სურს დაინახოს "ლივერპულის" მწვერვალზე დაბრუნების გეგმა, სანამ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მის მომავალთან დაკავშირებით.

Sport1-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბელინგემი უკვე დათანხმდებოდა "ლივერპულის" შეთავაზებას, კლუბი პრემიერ ლიგის ტოპ-4-ში რომ ყოფილიყო.



Facebook კომენტარები