9 თვის და 4 კვირის წინ
ოფიციალურად - ფირმინო კარიერას "ალ-აჰლიში" გააგრძელებს
ოფიციალურად - ფირმინო კარიერას "ალ-აჰლიში" გააგრძელებს
ავტორი
Aa

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ რობერტო ფირმინო "ლივერპულიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით "ალ-აჰლის" შეუერთდება.

როგორც იწერება, ბრაზილიელმა შემტევმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

რაც შეეხება მის ხელფასს, გავრცელებული ცნობებით, ბობის ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, ფირმინომ მერსესაიდულ გრანდში ჯამში 362 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 111 გოლი მიითვალა.


Facebook კომენტარები