3 თვის და 3 კვირის წინ

"იუნაიტედმა" "ლივერპულის" სამიზნის დამატებაზე მუშაობა დაიწყო - "Daily Mirror"

ავტორი
Aa
ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულის" ერთ-ერთი სამიზნის, მეისონ მაუნტის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.
ერიკ ტენ ჰაგი ახალ ნახევარმცველს ეძებს, ერთ-ერთი კანდიდატი კი მაუნტია, რომელსაც "ჩელსის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
ინგლისელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი უარს აცხადებს.
"იუნაიტედი" დაინტერესებულ კლუბებს შორის ერთ-ერთია და პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა.
"მანჩესტერი" მზად არის, მაუნტის სანაცვლოდ 55 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, თუმცა "არისტოკრატებს" მეტის მიღება სურთ.
აქვე გეტყვით, რომ მეისონს "არსენალიც" აქტიურად აკვირდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და 8 საათის წინ

ტიაგოთი ლა ლიგის 3 კლუბი ინტერესდება
4 დღის და 8 საათის წინ

პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე - ვინ მოხვდა სიაში
5 დღის და 3 საათის წინ

ცნობილია - რატომ ამჯობინა მაუნტმა "ლივერპულში" გადასვლას "იუნაიტედში" თამაში
5 დღის და 3 საათის წინ

თბილისში სპორტული ფესტივალი გაიმართება