11 თვის და 3 კვირის წინ
სად სურს რაისს კარიერის გაგრძელება - ინგლისელის გადაწყვეტილება ცნობილია
ავტორი
Aa
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დეკლან რაისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ვესტ ჰემს" დატოვებს და ახალ კლუბს შეუერთდება.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ტიტულების მოგება და გრანდში თამაში სურს, ამიტომ მისი კარიერა "ვესტ ჰემში" დასასრულს უახლოვდება.
რა თქმა უნდა, რაისის დამატება პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბების ერთ-ერთი პრიორიტეტია, მათ შორის კი "ლივერპულსაც".
The Mirror-ის ინფორმაციით, თავად რაისს ყველაზე მეტად "არსენალის" კანდიდატურა ხიბლავს და სწორედ ემირეიტებზე სურს კარიერის გაგრძელება.
"მეთოფეები" მზად არიან დეკლანის სანაცვლოდ 90 მილიონი გირვანქა გადაიხადონ, თუმცა "ჩაქუჩებს" კიდევ უფრო მეტის მიღება სურთ.
საინტერესოა, შეეცდება თუ არა "ლივერპული" სატრანსფერო რბოლაში ჩართვას, რადგან რაისის სურვილი უკვე ცხადია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - რატომ ამჯობინა მაუნტმა "ლივერპულში" გადასვლას "იუნაიტედში" თამაში
7 თვის და 2 კვირის წინ
პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე - ვინ მოხვდა სიაში
7 თვის და 2 კვირის წინ
ტიაგოთი ლა ლიგის 3 კლუბი ინტერესდება
7 თვის და 2 კვირის წინ
"ლივერპულმა" ვატარუ ენდოს ტრანსფერი დახურა