11 თვის და 2 კვირის წინ
საუთგეიტი: "ტრენტი სუპერ ფეხბურთელია და ოდნავ განსხვავებულ როლში თამაშობს"
საუთგეიტი: "ტრენტი სუპერ ფეხბურთელია და ოდნავ განსხვავებულ როლში თამაშობს"
ავტორი
Aa

ზაფხულის სანაკრებო პაუზის წინ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწრთვნელმა, გარეთ საუთგეიტმა მედიასთან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ინგლისელმა სპეცილისტმა ასევე "ლივეპულის" ფეხბურთელზე, ტრენტ ალექსანდერ არნოლდზეც ისაუბრა.

"ტრენტი სუპერ ფეხბურთელია და ოდნავ განსხვავებულ როლში თამაშობს. ის ყოველთვის იყო ბურთით მოწინავე ზონებში, ახლა ცოტა უფრო ცენტრში გადმოინაცვლა.

"ეს ჩვენთვის რაღაც ახალი და საინტერესო ექნება. მოუთმენლად ველით მას ნაკრებში", - თქვა საუთგეიტმა.

ცნობისთვის, ინგლისი ზაფხულის სანაკრებო შესვენებაზე მალტასა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.


Facebook კომენტარები