12 თვის წინ
მაკ ალისტერი "ლივერპულში" ტრანსფერზე თანახმაა - ფაბრიციო რომანო
მაკ ალისტერი "ლივერპულში" ტრანსფერზე თანახმაა - ფაბრიციო რომანო
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" მაკ ალისტერის დამატებას აქტიურად ცდილობს.

ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია ცნობილმა და სანდო ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

მისი თქმით, არგენტინელი ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა და მზადაა, შემდეგ სეზონში მერსესაიდელთა რიგებს შეუერთდეს.

რაც შეეხება მის სატრანსფერო ფასს, როგორც იწერება "წითლებს" მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

აქვე გეტყვით, რომ მაკ ალისტერმა "ბრაიტონის" რიგებში მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.


Facebook კომენტარები