2 წლის და 7 თვის წინ
მატჩები ჩაინიშნა - ვის შეხვდება "ლივერპული" პრე-სეზონის შეხვედრებში
მატჩები ჩაინიშნა - ვის შეხვდება "ლივერპული" პრე-სეზონის შეხვედრებში
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონი "ლივერპულისთვის" ნელ-ნელა სრულდება.

მერსესაიდელებს ამ სეზონში მხოლოდ 2 ოფიციალური მატჩი დარჩათ გასამართი.

კერძოდ, "წითლები" 20 მაისს "ასტონ ვილას", ხოლო 28 მაისს "საუტჰემპტონს" დაუპირისპირდებიან.

ბუნებრივია, ზაფხულში გუნდი მცირე ხნით დაისვენებს და საქმეს ივლისში განაახლებს.

როგორც გაირკვა, "ლივერპულმა" პრე-სეზონის შეხვედრები უკვე ჩანიშნა.

იწერება, რომ 30 ივლისს მერსესაიდელები "ლესტერს", ხოლო 2 აგვისტოს მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდებიან.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული თამაშები სინგაპურში შედგება.


Facebook კომენტარები