10 თვის და 3 კვირის წინ
კელეჰერის დამატებით მორიგი კლუბი დაინტერესდა - მსურველი პრემიერ ლიგიდან
კელეჰერის დამატებით მორიგი კლუბი დაინტერესდა - მსურველი პრემიერ ლიგიდან
ავტორი
Aa

"ლივერპულის" სათადარიგო მეკარის, კაომჰინ კელეჰერის კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მედიაში არაერთი ინფრომაცია გავრცელდა.

ამჯერად, ახალ ცნობებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "Sky Sports" იტყობინება.

წყაროს ცნობით, ირალიენდიელ ფეხბურთელს მსურველი პრემიერ ლიგიდან გამოუჩნდა.

საუბარია "ბრეტფორდზე", რომელსაც გეგმაში ახალი მეკარის დამატება აქვს. "ფუტკრები" კი "წითლების" კარის დარაჯს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ.

თავის მხრივ, კელეჰერს კლუბის დატოვება და მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის მოთამაშეს მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ 3-ჯერ მიეცა.


Facebook კომენტარები