2 წლის და 4 თვის წინ
ბელინგემს "ლივერპულში" თამაში სურდა - რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი
ბელინგემს "ლივერპულში" თამაში სურდა - რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი
ავტორი
Aa

როგორც იცით, "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბელინგემისთვის აღარ გაიბრძოლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი მერსესაიდულ კლუბთან ძალიან ხშირად დააკავშირეს, "წითლები" მას აღარ დაიმატებენ.

გავრცელებული ცნობებით, 19 წლის ნახევარმცველს "ლივერპულში" თამაში სურდა, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე, კლუბი ამ ტრანსფერს ვერ განახორციელებდა.

სწორედ ამიტომ, ბელინგემისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალი" დაწინაურდა, რომელიც მზადაა, ზაფხულში მისთვის დიდი ხარჯები გაიღოს.

აქვე გეტყვით, ინგლისელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 120 მილიონ ევროს შეადგენს.


Facebook კომენტარები