2 წლის და 4 თვის წინ
"ლივერპული" ამ ტრანსფერს არ განახორციელებს - ვის არ დაიმატებენ "წითლები"
"ლივერპული" ამ ტრანსფერს არ განახორციელებს - ვის არ დაიმატებენ "წითლები"
ავტორი
Aa

ბოლო დროს, "ლივერპულს" ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელი, მანუელ უგარტე ხშირად დაუკავშირეს.

იწერებოდა, რომ მერსესაიდელები ურუგვაელს ფაბინიოს შემცვლელად განიხილავდნენ და მის დამატებას შეეცდებოდნენ.

ამ საკითხზე ჟურნალისტმა ნილ ჯონსმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, "წითლები" ურუგვაელ ნახევარმცველს არ აკვირდებიან და კლუბი აღნიშნულ ტრანსფერს არ განახორციელებს.

ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ლივერპულმა" 22 წლის ფეხბურთელის დამატებაზე იმუშაოს.


Facebook კომენტარები