2 წლის და 4 თვის წინ
"ლივერპული" ცენტრალური მცველის მოყვანას გეგმავს - ვის აკვირდებიან მერსესაიდელები
"ლივერპული" ცენტრალური მცველის მოყვანას გეგმავს - ვის აკვირდებიან მერსესაიდელები
ავტორი
Aa

ცნობილი გამოცემა "Tutto Mercato" "ლივერპულის" შესახებ ახალ სატრანსფერო ინფორმაციას ავრცელებს. 

წყაროს ინფორმაციით, მერსესაიდელები გუნდში ცენტრალური მცველის მოყვანას გეგმავენ და ერთ-ერთ ვარიანტსაც განიხილავენ.

საუბარია "ლანსის" ფეხბურთელზე, კევინ დანსოზე, რომელსაც გასულ დღეებში "ფიორენტინასთან" ხშირად აკავშირებდნენ. 

როგორც იწერება, "წითლები" ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე გაირკვა, რომ ავსტრიელი მოთამაშის გადაბირება "ლივერპულს" დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება. 

ცნობისთვის, დანსოს ფრანგულ კლუბთან ამჟაინდელი ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.


Facebook კომენტარები