2 წლის და 4 თვის წინ
"საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია" - გაკპოს საინტერესო კომენტარი
"საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია" - გაკპოს საინტერესო კომენტარი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" ბოლო დროს არაჩვეულებრივად გამოიყურება.

მერსესაიდელებმა ბოლო 6 თამაში მიჯრით მოიგეს და პრემიერ ლიგაში ხუთეულშიც შევიდნენ.

ამ საკითხზე კომენტარი "წითლების" შემტევმა კოდი გაკპომაც გააკეთა.

"ჩვენ კარგ ფორმაში შევედით და ბოლო რამდენიმე მატჩიც მოვიგეთ. მთავარია, რომ ასე გავაგრძელოთ.

"შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც ასეთი კარგი შედეგები გაქვს, თუმცა საქმე ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია. სეზონის დასრულებამდე რამდენიმე თამაში დაგვრჩა", - თქვა ნიდერლანდელმა.


Facebook კომენტარები