1 წლის წინ
კლოპმა ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
კლოპმა ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
ავტორი
Aa

"ლივერპულისა" და "ვესთ ჰემის" მატჩის წინ მერსესაიდელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა მედიასთან ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჯერჯერობით იგი ტრავმირებულია. ამ კვირაში მისი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. ველით, რომ ის გუნდურ ვარჯიშს მომდევნო კვირას განაახლებს.

"ნაბი კეიტა მინდორზე დაბრუნდა, თუმცა გუნდური ვარჯიში სრულად არ ჩაატარა. სწორად უნდა შევაფასოთ მისი სიტუაცია და მდგომარეობა.

"კონატესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ. ვფიქრობთ მის შემადგენლობაში დაყენებაზე. საბოლოო პასუხი ჯერ არ გვაქვს", - თქვა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 26 აპრილს, ჩვენი დროით 22:45 საათზე შედგება.


Facebook კომენტარები