2 წლის და 5 თვის წინ
რა ხდება ფირმინოსა და “ბარსელონას” შორის - ფაბრიციო რომანოს ცნობა
რა ხდება ფირმინოსა და “ბარსელონას” შორის - ფაბრიციო რომანოს ცნობა
ავტორი
Aa

ესპანურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონას” რობერტო ფირმინოს შეძენა სურდა.

ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონასა” და ფირმინოს შორის არაფერი არ არის შეთანხმებული.

ამ ეტაპზე მის ვარიანტს მხოლოდ და მხოლოდ განიხილავენ, მოლაპარაკებების ეტაპი ამ წუთისათვის არ დაწყებულა.

ცნობისთვის, 31 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.


Facebook კომენტარები