2 წლის და 5 თვის წინ
"ლივერპულის" ფეხბურთელს კლუბიდან წასვლა სურს - მიზეზი ცნობილია
"ლივერპულის" ფეხბურთელს კლუბიდან წასვლა სურს - მიზეზი ცნობილია
ავტორი
Aa

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ "ლივერპულზე" ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, "წითლების" ფეხბურთელი სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას ეცდება.

საუბარია მერსესაიდელთა სათადარიგო მეკარეზე კაომჰინ კელეჰერზე, რომელსაც "ლივერპულის" დატოვება მეტი სათამაშო დროის მიღების გამო სურს.

როგორც ირკვევა, ირლანდიელის სურვილი რომელიმე კლუბში სასტარტო მეკარედ თამაშია.

აქვე გეტყვით, რომ კელეჰერმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მხოლოდ ერთ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მიიღო, სადაც "ქალაქელებისგან" 3 გოლი გაუშვა.


Facebook კომენტარები