2 წლის და 5 თვის წინ
ფირმინოს შეძენით სერია ა-ს კლუბი დაინტერესდა - ვის სურს ბრაზილიელის დამატება
ფირმინოს შეძენით სერია ა-ს კლუბი დაინტერესდა - ვის სურს ბრაზილიელის დამატება
ავტორი
Aa

როგორც იცით, მიმდინარე სეზონის ბოლოს რობერტო ფირმინო "ლივერპულის" რიგებს დაემშვიდობება.

ბუნებრივია, ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის მოახელოებასთან ერთად, ბრაზილიელის სახელი არაერთ კლუბთან დააკავშირეს.

ამჯერად ახალ ინფორმაციას გამოცემა "Mirror"-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 31 წლის თავდამსხმელის გადაბირებით მილანის "ინტერია" დაინტერსებული.

როგორც ირკვევა, "ნერაძური" სეზონის ბოლომდე ბობის კარგად დააკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ფირმინოს სახელმა მადრიდის "რეალთანაც" გაიჟღერა.


Facebook კომენტარები