1 წლის და 1 თვის წინ
"ეს სტატისტიკა ძალიან არ მომწონს" - ჟოტას კომენტარი თავის უგოლო სერიაზე
"ეს სტატისტიკა ძალიან არ მომწონს" - ჟოტას კომენტარი თავის უგოლო სერიაზე
ავტორი
Aa

ლივერპულის ფეხბურთელმა, დიოგუ ჟოტამ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, ჟურნალისტმა პორტუგალიელს მის უგოლო მატჩების სერიაზე ჰკითხა, რომელიც მიმდინარე სეზონში უკვე 19 თამაშს ითვლის.

ამასთან დაკავშირებით, დიოგუმ შემდეგი რამ განაცხადა:

"ცხადია, სტატისტიკა დიდ როლს თამაშობს. რიცხვები რაღაცებს მოგვითხრობს, თუმცა არა ყველაფერს.

"ეს სტატისტიკა ძალიან არ მომწონს, ვინაიდან შემტევი ვარ და, რა თქმა უნდა, გოლების გატანა მჭირდება.

"იმედია, ეს ნავსი მალე გატყდება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - თქვა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ჟოტას ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა და სწორედ ამიტომ, მას უკვე დიდი ხანია, რაც გოლი არ გაუტანია. ბოლოს დიოგუმ "ლივერპულის" მაისურით გოლი 2022 წლის 10 აპრილს შეაგდო.


Facebook კომენტარები