2 წლის და 5 თვის წინ
სურს თუ არა მანეს "ლივერპულში" დაბრუნება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სურს თუ არა მანეს "ლივერპულში" დაბრუნება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი
Aa

ბოლო დღეებში, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი სადიო მანე "ლივერპულს" რამდენჯერმე დაუკავშირეს.

გავრცელდა ინფორმცია, რომ სენეგანელს მერსესაიდულ კლუბში გატარებული დრო მოენატრა და დაბრუნებაზეც არ იტყოდა უარს.

ამ თემასთან დაკავშირებით BILD-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ფოლკმა ახალი ცნობები გაავრცელა.

მისი თქმით, სადიოს "ლივერპულში" დაბრუნება მოცემული მომენტისთვის არ სურს და ამ საკითხს არ განიხილავს.

ამასთანავე, არც "წითლები" არიან მანეს დაბრუნებით დიდად დაინტერესებულნი.

ასე რომ, ნაკელბად სავარაუდოა, რომ 31 წლის თავდამსხმელი "ლივერპულის" რიგებში კიდევ ერთხელ ვიხილოთ.


Facebook კომენტარები