2 წლის და 5 თვის წინ
"ლივერპული" "ბარსას" ფეხბურთელის გარმოცვას დაუკავშირდა - საინტერესო ცნობები
"ლივერპული" "ბარსას" ფეხბურთელის გარმოცვას დაუკავშირდა - საინტერესო ცნობები
ავტორი
Aa

ჟურნალისტი ბენ იაკობსის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "არსენალი" ანსუ ფატის გარემოცვას შესაძლო ტრანსფერის საკითხზე დაუკავშირდნენ.

მისი თქმით, "ბლაუგრანა" 20 წლის თავდამსხმელს 100 მილიონი ევროს ფარგლებში მიღებული შეთავაზების სანაცვლოდ შეელევა.  

მოვლენების მსგავსად განვითარების შემთხვევაში, ფატი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ისტორიაში ნეიმარის შემდეგ, ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება.

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, "ბარსა" თავისი ათიანის გასხვისებაზე არ ფიქრობს და "კამპ ნოუდან" აბარგება არც ანსუმანეს ინტერესებში შედის.


Facebook კომენტარები