1 წლის და 1 თვის წინ
"7:0 მოგებას, ხუთჯერ 2:0 გამარჯვება სჯობს" - კლოპის საინტერესო კომენტარი
"7:0 მოგებას, ხუთჯერ 2:0 გამარჯვება სჯობს" - კლოპის საინტერესო კომენტარი
ავტორი
Aa

"ლივერპულის" მთავარმა მწრთვნელმა, იურგენ კლოპმა მედიასთან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გთავაზობთ, მცირე ამონარდის გერმანელის ინტერვიუდან.

"ცხრილში ისეთ პოზიციაზე ვართ, სადაც ყოფნა არ გვსურს. მატჩების მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

"7:0 გამარჯვება ფანტასტიკური იყო, თუმცა შემდეგ აანალიზებ, რომ სხვა რაღაცები კარგად არ მიდის.

"7:0 მოგებას, ხუთჯერ 2:0 გამარჯვება სჯობს. ეს ზედმეტად უცნაური სეზონია. ორი სარეკორდო ანგარიში დავაფიქსირეთ ამ სეზონში, თუმცა სასურველ შედეგს მიანც ვერ მივაღწიეთ", - განაცხადა გერმანელმა.

ცნობისთვის, მერსესაიდელებს პრემიერ ლიგაში 9 მატჩში დარჩათ სათამაშო და ოთხეულისგან 12 ქულის დაშორებით იმყოფებიან.


Facebook კომენტარები