2 წლის და 5 თვის წინ
მანეს "ლივერპული" "ენატრება" - რა განუცხადა სენეგანელმა თავის გარემოცვას
მანეს "ლივერპული" "ენატრება" - რა განუცხადა სენეგანელმა თავის გარემოცვას
ავტორი
Aa

მას შემდეგ, რაც სადიო მანე მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს შეუეთა, მას "ლივერპული" "ენატრება" - იუწყება Football Insider.

წყაროს ინფორმაციით, სენეგანელმა თავის გარემოცვას უკვე განუცხადა, რომ ის მერსესაიდულ კლუბში დაბრუნებაზე უარზე არაა.

ამასთანავე, 31 წლის თავდამსხმელი ახალ კლუბსა და თანაგუნდელებს კარგად ვერ შეეწყო და ეს მათ ურთიერთობაშიც თვალნათლივ ჩანს.

რამდენიმე დღის წინ, სადიოს ლერიო სანესთან სერიოზული კამათი მოუვიდა და სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურში გადაიზარდა. ამის გამო კი ის რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

რაც შეეხება "ლივერპულს", "წითლები" ამ საკითხზე არ ფიქრობენ და მანეს დაბრუნებას ჯერჯერობით არ განიხილავენ.

აქვე გეტყვით, რომ სენეგანელ შემტევს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2025 წელს უსრულდება.


Facebook კომენტარები