2 წლის და 5 თვის წინ
"ლივერპული" ბელინგემისთვის ბრძოლას გამოეთიშა - რა არის ამის მიზეზი
"ლივერპული" ბელინგემისთვის ბრძოლას გამოეთიშა - რა არის ამის მიზეზი
ავტორი
Aa

უკვე არაერთმა გამოცემამ დაადასტურა, რომ "ლივერპული" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბელინგემისთვის აღარ გაიბრძოლებს.

როგორც იწერება, ამის მთავარი მიზეზი ინგლისელის სატრანსფერო ღირებულებაა.

გავრცელებული ცნობებით, მერსესაიდელებს არ სურთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელში 150 მილიონ ევრომდე გადაიხადონ.

ამასთანავე, "წითლებმა" ბორუსიელებს 85 მილიონიანი შეთავაზებაც გაუკეთეს, რაზეც გერმანული კლუბისგან უარი მიიღეს.

აქვე გეტყვით, რომ 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ყველაზე აქტიურად "მანჩესტერ სიტი", "რეალი" და "პსჟ" შეეცდებიან.


Facebook კომენტარები