1 წლის წინ
"ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა უკვე რთული იქნება" - არნოლდი "არსენალთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა უკვე რთული იქნება" - არნოლდი "არსენალთან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "ლივერპულსა" და ლონდონის "არსენალს" შორის მეტად დაძაბული შეხვედრა გაიამრთა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მერსესაიდელთა მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მოგების რეალური შანსი გვქოდნა. სალაჰის პენალტი და კონატეს ბრწყინვალე მომენტი, თუმცა არ გაგვიმართლა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ.

"ყოველთვის ვცდილობთ, რომ უკეთესად ვითამაშოთ და კარგი შედეგები დავდოთ.

"ვფიქრობ, ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა რთული იქნება, თუმცა მათემატიკურად ამის შანსი არის.

"წინ 9 თამაში გვაქვს და ყველას მოგებას უნდა ვეცადოთ", - თქვა ინგლისელმა.

აქვე გეტყვით, რომ 29 მატჩის შემდეგ, "ლივერპულს" 44 ქულა აქვს მოპოვებული და ოთხეულს 12 ქულით ჩამორჩება.


Facebook კომენტარები