1 წლის და 1 თვის წინ
"2:0-ზე ისინი ჩვენს ხელში იყვნენ" - არტეტა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ
"2:0-ზე ისინი ჩვენს ხელში იყვნენ" - არტეტა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც იცით, პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "ენფილდზე" "ლივერპულსა" და "არსენალს" შორის უკიდურესად დაძაბული მატჩი შედგა.

შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა თავკაცმა, მიკელ არტეტამ მედიასთან ისაუბრა.

"მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. ტაიმამდე ცოტა ხნით ადრე გოლი გავუშვით და მეტოქეს შანსები მივეცით.

"შეხვედრის მსვლელობისას ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და მოწინააღმდეგეს უამრავი მომენტი ვაჩუქეთ. თამაში ძალიან ღია იყო, რის გამოც გამძლეობა გვჭირდებოდა. მეკარემ არაერთხელ გვიხსნა და ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია.

"2:0-ზე მერსესაიდელები ჩვენს ხელში იყვნენ. შეგვეძლო მატჩი მალევე დაგვესრულებინა, თუმცა შეცდომები დავუშვით", - განაცხადა ესპანელმა. 

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "ლივერპულს" 44 ქულა აქვს მოგროვებული და პრემიერ ლიგის ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.


Facebook კომენტარები