2 წლის და 6 თვის წინ
ბელინგემის ოჯახი გარიგებას ამ გუნდთან ეცდება - BILD
ბელინგემის ოჯახი გარიგებას ამ გუნდთან ეცდება - BILD
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯუდ ბელინგემის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ევროპული გრანდებისთვის. 

"ლივერპული", მანჩესტერ "სიტი" და მადრიდის "რეალი" ამ ეტაპზე ინგლისელი ნახევარმცველის გადაბირების მთავარი პრეტენდენტები არიან.

BILD იტყობინება, რომ ჯუდის ოჯახს ყველაზე მეტად გარიგება "ლივერპულთან" სურს. ისინი ეცდებიან, რომ მერსისაიდულ გრანდთან შეთანხმდნენ, მაგრამ საკითხი მარტივად ვერ მოგვარდება, მიზეზი კი ფინანსებია.

ამ მხრივ, იდეალურ სიტუაციაში პეპ გვარდიოლას გუნდია, რომელსაც ჯუდის სანაცვლოდ საკმარისი თანხის გამოყოფა შეუძლია. კომფორტულ სიტუაციაშია მადრიდის "რეალიც".


Facebook კომენტარები