2 წლის და 9 თვის წინ
კლოპი: "არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ამ შემთხვევაში მაინც მოვიგებდით"
ავტორი
Aa
"ლივერპულმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მორიგი უღიმღამო პერფორმანსი შემოგვთავაზა და "მანჩესტერ სიტისთან" გამანადგურებელი ანგარიშით, 4-1 დამარცხდა.
იურგენ კლოპი მატჩის შემდგომ ნამდვილად არ იყო კმაყოფილი, რაც მის კომენტარშიც ჩანს. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდრიმ კოდი გაკპოს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და ფანები ესპანელი ფეხბურთელის გაძევებას ითხოვდნენ, მაგრამ გერმანელი სპეციალისტი ამ მომენტს დიდ ყურადღებას არ აქცევს:
"სიმართლე გითხრათ, ეს ეპიზოდი ვერ დავინახე. ალბათ, კონტაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვარ დარწმუნებული, რომ 10-კაციან "სიტის" მაინც დავამარცხებდით.
მე აქ ვდგავარ და მევალება, ავხსნა, თუ რა მოხდა დღეს, მაგრამ ეს არ შემიძლია - ვერ ვხსნი. ამ თამაშზე კარგის თქმა შეუძლებელია."
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის და 6 თვის წინ
პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე - ვინ მოხვდა სიაში
2 წლის და 3 თვის წინ
ცნობილია - რატომ ამჯობინა მაუნტმა "ლივერპულში" გადასვლას "იუნაიტედში" თამაში
2 წლის და 3 თვის წინ
ტიაგოთი ლა ლიგის 3 კლუბი ინტერესდება
2 წლის და 3 თვის წინ
"ლივერპულმა" ვატარუ ენდოს ტრანსფერი დახურა