2 წლის და 6 თვის წინ
"ლივერპულის" ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზაზე ტრავმა მიიღო
"ლივერპულის" ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზაზე ტრავმა მიიღო
ავტორი
Aa

სანაკრებო პაუზების მიმდინარეობისას ტრავმები, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია, გამონაკლისი კი არც "ლივერპულია".

საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს ლიეტუვას წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ჰქონდა, ხოლო კოსტას ციმიკასს მატჩის 24-ე წუთზე მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.

როგორც ირკვევა, "ლივერპულის" განაპირა მცველს ზურგის ტრავმა აქვს - საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მას დიდი დრო არ გაუცდება და სრული დატვირთვით ვარჯიშს მალევე განაახლებს. მეტიც, შესაძლოა, ციმიკასი "სიტისთან" მატჩამდეც მწყობრში იყოს.


Facebook კომენტარები