2 წლის და 6 თვის წინ
ცნობილია - რას აპირებს რობერტო ფირმინო სეზონის დასრულების შემდეგ
ცნობილია - რას აპირებს რობერტო ფირმინო სეზონის დასრულების შემდეგ
ავტორი
Aa

სეზონის დასრულების შემდეგ რობერტო ფირმინო "ლივერპულს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერას, მაგრამ ფირმინოს მომავალზე რამდენიმე ჭორი უკვე გავრცელდა.

ბრაზილიური გამოცემა  Torcedores იტყობინება, რომ ფირმინო პრემიერ ლიგიდან წასვლას აპირებს, რადგან ახალი გამოწვევები სურს და ინგლისში თამაში აღარ იზიდავს.

თავის მხრივ, მას არც სამშობლოში დაბრუნების იდეა იზიდავს და აქცენტი კვლავ ევროპულ ფეხბურთზე აქვს გაკეთებული. შესაძლო ვარიანტებს შორის ლისაბონის "ბენფიკა", "დორტმუნდი" და "ბარსელონა" სახელდებიან.


Facebook კომენტარები