2 წლის და 6 თვის წინ
სად გადავა რეკლან რაისი - 2 შესაძლო ვარიანტი
სად გადავა რეკლან რაისი - 2 შესაძლო ვარიანტი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" დიდი ხანია დაინტერესებულია ნახევარდაცვის გაძლიერებით და მერსესაიდული კლუბი "ვესტ ჰემის" ერთ-ერთ ლიდერს, დეკლან რაისსაც აკვირდებოდა.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული" ინგლისელი ნახევარმცველის დამატების მთავარი კანდიდატები არიან.

უდიდესი ალბათობით, ლონდონის "ჩელსი" სატრანსფერო ბრძოლას გამოეთიშა, რადგან ნახევარმცველის პოზიციაზე მათ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის 34 მატჩში, "ვესტ ჰემის" კაპიტანს 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.


Facebook კომენტარები