1 წლის და 1 თვის წინ
რობერტსონი: "მანე არ გვაკლია"
რობერტსონი: "მანე არ გვაკლია"
ავტორი
Aa

ენდრიუ რობერტსონს დაუსვეს კითხვა, აკლია თუ არა ცუდ ფორმაში მყოფ "ლივერპულს" სადიო მანე:  

"სიმართლე რომ გითხრათ, არა. არასწორად არ გამიგოთ, სადიოსთან ფანტასტიური ურთიერთობა მქონდა 5 წლის განმავლობაში. მასთან თამაში ყოველთვის სიამოვნება იყო."  

"მასთან თამაში მიყვარდა, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ის დაცვაში, მე კი მას შეტევაში ასვლაში ვეხმარებოდი." 

"როდესაც ის წავიდა, არავინ იყო ჩემზე მეტად ნაწყენი, რადგან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ ახლა გვყავს ფანტასტიური ფეხბურთელები, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. ნუნიეზი ვიყიდეთ, ლუის დიაზი გვყავს, რომელიც ტრავმირებული იყო. ჟოტას შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში."  

"სადიო შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, "ლივერპულის "ლეგენდა, თუმცა მას "ბაიერნში" წასვლა უნდოდა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ." - თქვა რობერტსონმა.


Facebook კომენტარები