2 წლის და 6 თვის წინ
კანდი: "ლივერპულის" ამ ფეხბურთელის შეცდომები შეუმჩნეველი რჩება"
კანდი: "ლივერპულის" ამ ფეხბურთელის შეცდომები შეუმჩნეველი რჩება"
ავტორი
Aa

"ჩელსის" და "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეისონ კანდიმ, "ლივერპულის" ცენტრალური მცველის, ვან დეიკის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ რომ ვან დეიკი გადაჭარბებულადაა შეფასებული. მის გაკეთებულ საქმეში ბევრი ბედიის სიყვარულია. ის შესანიშნავი ცენტარლური მცველია, მაგრამ ის ბევრ შეცდომას უშვებს - შეცდომებს, რომლებიც შეუმჩნეველი რჩება."

"ვფიქრობ, რომ მას კარგი 18 თვე ჰქონდა და ვიცი, რომ ტრავმამ ამაზე იმოქმედა. მაგრამ ფილიპ ბილინგის გოლი არ ეხებოდა ტრავმას. როგორც კი სოლანკე მარჯვენა მხარეს გადადის, ვან დეიკი თითქოს ჩერდება და არასწორად ააფსებს სიტუაციას."

"ხალხი მას ჯონ ტერისა და რიო ფერდინანდს ადარებს, ის არ არის მათ დონეზე - მას არ შეუძლია მათი თასმების შეკვრაც." - თქვა კანდიმ.


Facebook კომენტარები