2 წლის და 6 თვის წინ
კლოპი ფირმინოზე: "ახლა ამის დრო არაა"
კლოპი ფირმინოზე: "ახლა ამის დრო არაა"
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რობერტო ფირმინო "ლივერპულს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

როგორც ირკვევა, იურგენ კლოპს ძალიან სურდა ბრაზილიელი ფორვარდის შენარჩუნება, მაგრამ ფირმინოს გადაწყვეტილება მკაფიო და ცალსახა იყო.

კლოპმა ფირმინოს წასვლაზე პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა:

"ფირმინომ გადაწყვეტილება თავად მაცნობა. გაკვირვებული თუ ვიყავი? კი, მაგრამ ძალიანაც არა.  ეს ნორმალური პროცედურაა.

ფირმინოს ორი არჩევანი ჰქონდა და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ახლა გამომშვიდობების დრო არაა, სეზონის დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი წინაა."


Facebook კომენტარები