2 წლის და 6 თვის წინ
ცნობილია - რატომ ტოვებს ფირმინო "ლივერპულს"
ცნობილია - რატომ ტოვებს ფირმინო "ლივერპულს"
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რობერტო ფირმინო "ლივერპულს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

როგორც ირკვევა, იურგენ კლოპს ძალიან სურდა ბრაზილიელი ფორვარდის შენარჩუნება, მაგრამ ფირმინოს გადაწყვეტილება მკაფიო და ცალსახა იყო.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ბობის უფრო დიდი და რეგულარული სათამაშო დრო სურდა, რომელსაც "ლივერპულში" ვერ მიიღებდა. იურგენ კლოპი ნელ-ნელა ახალ შემტევ კონტიგენტს აყალიბებს, აქ კი ფირმინო საკუთარ თავს ვერ ხედავდა.

ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ბრაზილიელი.


Facebook კომენტარები