2 წლის და 6 თვის წინ
სალაჰი: "იუნაიტედთან გამარჯვებას ამით აღვნიშნავ"
სალაჰი: "იუნაიტედთან გამარჯვებას ამით აღვნიშნავ"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 7:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ, მოჰამედ სალაჰმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან განსაკუთრებულია ასეთი თამაშის მოგება. ჩვენ უნდა ვიყოთ თავმდაბლები და მოვიგოთ ყველა მატჩი. ჩვენ არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ. იმედია, ეს დიდ ბიძგს მოგვცემს."

"ეს რეკორდი ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია. ამის მიღწევა "იუნაიტედის" წინააღმდეგ წარმოუდგენელია. ყოველთვის ამ რეკორდისკენ მივიწევდი."

"სახლში წავალ, ოჯახთან ერთად აღვნიშნავ და გვირილის ჩაის დავლევ!" - თქვა სალაჰმა.



Facebook კომენტარები