

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 7:0 გაანადგურა.
თამაშის შემდეგ, იურგენ კლოპმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მთავარი განსხვავება ისაა, რომ ახლა თითქმის ყველა მოთამაშე გვყავს ხელმისაწვდომი. დიოგოს დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია."
"ჩვენ გვყავს ოთხი ან ხუთი ფეხბურთელი, რომლებიც არ არიან განაცხადში, მაგრამ შესანიშნავად ვარჯიშობენ და მზად არიან. არაფერი მომხდარა, მაგრამ ამაღამ მართლაც განსაკუთრებული ღამეა - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ."
"ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი დიდი ხნის განმავლობაში. ყველამ იცის, რამდენად კარგები შეგვიძლია ვიყოთ."
"ბოლო თამაშში ყველამ დაინახა რამდენად კარგია კოსტასი. მაგრამ რობო. 90 წუთიანი შესვენება და დღეს საუკეთესო პერფორმანსი."
"ერთი წამითაც არ მიფიქრია "რეალთან" თამაშზე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბიჭები "ბორნმუთისთვის" ტოპ ფორმაში იქნებიან, შემდეგ კი ამაზე ვიფიქროთ." - თქვა კლოპმა.



