

"მანჩესტერ იუნაიტედის" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" თავკაცმა, იურგენ კლოპმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"სანახაობრივი ფეხბურთი. წარმოუდგენელი გოლები. როგორი პასი რობოსგან პირველი გოლის დროს და როგორი დასრულება კოდისგან. ყველაფერი საკმაოდ კარგი იყო."
"იუნაიტედი" არის გუნდი ფორმაში - დღეს ჩვენ აშკარად უკეთესები ვიყავით."
"უმაღლესი კლასის პერფორმანსი მთლიან მოედანზე - ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ბევრი ქულა გვაქვს მოსაპოვებელი."
"ეს არის ბიძგი სწორი მიმართულებით. ყველამ უნდა გვაგრძნობინოს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ისევ გარშემო ვართ."
"დღეს შესანიშნავი თამაში იყო, მაგრამ ვიცით, რომ "ბორნმუთთან" გასეირნება არ იქნება. რთული თამაში იქნება და უნდა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ."
"მო სალაჰი აბსოლუტურად გიჟია. 129 გოლი. ის მართლაც განსაკუთრებული მოთამაშეა. ჩვენ უკვე ვაფასებთ მოს, მაგრამ როდესაც ის წავა, ხალხი მიხვდება, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული სურდათ."
"ბობისთვის ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. მისი გოლი იყო ის, რისი ხილვაც ყველას გვინდოდა."
"დიოგო გამორჩეული იყო ბოლო თამაშში, დარვინმა, კოდიმ და მომ გოლები გაიტანეს - ეს არ იყო პოზიტიური სეზონი ,მაგრამ უნდა გავაგრძლოთ."
"ასეთ დროს, ეს შედეგი წარმოუდგენლად განსაკუთრებულია. ეს გიჟური ანგარიშია - ეს არის ისტორიის წიგნებისთვის და არა ამ მომენტისთვის."
"სასიამოვნო შედეგი, საუკეთესო პერფორმანსი. როგორ დავიწყეთ თამაში მართლაც განსაკუთრებული იყო." - თქვა კლოპმა.



