2 წლის და 6 თვის წინ
გაკპო: "თამაშის წინ ყველა ამაზე მელაპარაკებოდა"
გაკპო: "თამაშის წინ ყველა ამაზე მელაპარაკებოდა"
ავტორი
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" განადგურების შემდეგ, მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, კოდი გაკპომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ყველა ბევრს მელაპარაკებოდა ამ თამაშზე - რამდენად მნიშვნელოვანია ის გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის."

"რობოს პასი გასაოცარი იყო - მან მითხრა, რომ მცველების უკან გავქცეულიყავი, გარბენი გავაკეთე და მან ბრწყინვალე გადაცემა მომცა. უბრალოს ბურთი უნდა მიმეღო - ამაზე ხშირად ვვარჯიშობდით."

"წინა თამაშებში შეცდომებზე ვისწავლეთ. ჩვენ შევინარჩუნეთ მენტალიტეტი. შესანიშნავია, რომ 7 გოლი გატანა მოვახერხეთ."

"ეს იყო ახალი შემტევი ტრიო, დასაწყისში ყოველთვის რთულია. სადიო, ბობი და მო მიჩვეულები იყვნენ ერთმანეთთან თამაშს. ჩვენ გვჭირდება დრო ადაპტაციისთვის - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ."

"ყველაზე ლამაზი გოლი მეორე იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი კი პირველი." - თქვა გაკპომ.


Facebook კომენტარები