2 წლის და 7 თვის წინ
ფირმინომ გადაწყვეტილება მიიღო - მიდის თუ რჩება ბობი
ფირმინომ გადაწყვეტილება მიიღო - მიდის თუ რჩება ბობი
ავტორი
Aa

Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის თქმით, რობერტო ფირმინო ენფილდზე გატარებული 8 წლის შემდეგ "ლივერპულს" დატოვებს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირადად უთხრა იურგენ კლოპს, რომ ზაფხულში კლუბის დატოვება სურს.

ფირმინომ "ლივერპულში" დიდ წარმატებას მიაღწია და კლუბთან ერთად შვიდი ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

ლივერპულის არცერთ ამჟამინდელ ფეხბურთელს არ უთამაშია მეტი კლოპის ხელმძღვანელობით, ვიდრე ფირმინოს, რომელმაც 346 მატჩი ჩაატარა. მთლიანობაში, ფირმინომ ლივერპულის მაისურით 352 მატჩი ჩაატარა, 107 გოლი გაიტანა და 78 საგოლე გადაცემა გააკეთა.



Facebook კომენტარები