2 წლის და 7 თვის წინ
"რეალი" ბელინგემის თაობაზე გადაწყვეტილებას აყოვნებს - შანსი "ლივერპულს"?
"რეალი" ბელინგემის თაობაზე გადაწყვეტილებას აყოვნებს - შანსი "ლივერპულს"?
ავტორი
Aa

როგორც იცით, მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბორუსიას "დორტმუნდის" ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემია.

ინგლისელ ფეხბურთელთან დაკავშირებით, გამოცემა "DiarioAS"-მა ახალი ინფორმცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, 19 წლის ნახევარცვმელის ტრანსფერის თაობაზე "სამეფო კლუბში" არ იჩქარებენ.

როგორც ირკვევა, "სამეფო გუნდი" ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის გადაწყვეტილებას დაელოდება და სწორედ ამის შემდეგ ეცდება ინგლისელის დამატებას.

რა თქმა უნდა, ეს კარგი შანსია "ლივერპულისთვის", რომელიც ბელინგემის ტრანსფერს პრიორიტეტულად მიიჩნევს.

აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ მსურველს ბელინგემის ტრანსფერი მინიმუმ 150 მილიონი ევრო დაუჯდება.


Facebook კომენტარები