2 წლის და 7 თვის წინ
კლოპი: "იუნაიტედს ჩვენთან ეს დიდ უპირატესობას მისცემს"
კლოპი: "იუნაიტედს ჩვენთან ეს დიდ უპირატესობას მისცემს"
ავტორი
Aa

"ლივერპულმა" მნიშვნელოვან მატჩში "ვულვზი" დაამარცხა და ოთხეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

კვირას იურგენ კლოპის შეგირდებს არც თუ ისე მარტივი მატჩი ელით - მერსისაიდული გრანდის მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება. 

"ვულვზთან" მატჩის შემდეგ კლოპი მოახლოებულ შეხვედრასაც შეეხო:

"ეს იდეალური მატჩი იყო "იუნაიტედთან" მოსამზადებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ სხვა შეხვედრა გველოდება.

ვფიქრობ, ამჟამად "იუნაიტედი" "სიტისთან" და "არსენალთან" ერთად პრემიერ ლიგაში საუკეთესო ფორმაშია.

სავარაუდოდ, კვირას მოახლოებული მატჩისთვის "იუნაიტედის" რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კარგად დასვენებული და მომზადებული შეხვდება, რაც უპირატესობაა, მაგრამ ეს ენფილდია, ეს გავლენა კი "ვულვზთანაც" გამოჩნდა."


Facebook კომენტარები