2 წლის და 7 თვის წინ
"ლივერპული" "ჩელსის" ფეხბურთელის ტრანსფერში დარწმუნებულია - talkSport
"ლივერპული" "ჩელსის" ფეხბურთელის ტრანსფერში დარწმუნებულია - talkSport
ავტორი
Aa

ბოლო დროს, "ლივერპულს" აქტიურად უკავშირებენ ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველს, მეისონ მაუნტს.

talkSport-ის ინფორმაციით, მერსესაიდული კლუბი სულ უფრო და უფრო დარწმუნებული ხდება, რომ ზაფხულში ინგლისელის შეძენას შეძლებს.

მაუნტის ახალი კონტრაქტის მოლაპარკაებები ჯერ ისევ ერთ ადგილზე გაჩერებული, რადგან მეისონს სურს იგივე პირობები, რაც რის ჯეიმსს და რაჰიმ სტერლინგს შესთავაზეს.

იურგენ კლოპი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდება და"ჩელსის" ნახევარმცველი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

24 წლის ნახევარმცველს ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალ ივნისს ეწურება, ასე რომ, ეს ზაფხული შეიძლება იყოს ბოლო შესაძლებლობა ჩელსისთვის მიიღოს თანხა ფეხბურთელის სანაცვლოდ.


Facebook კომენტარები